ბიბლია


წმინდა წერილი 

ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (ταβιβλια). შედგება 66 წიგნისაგან – 39 ძველი აღთქმის, 27 – ახლისა. იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.
გარდა ამისა, ბერძნული ბიბლიის სამოცდაათისეულ თარგმანში – სეპტუაგინტაში – შესულია ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნი (აპოკრიფები), რომელთაც ეკლესია არ აღიარებს კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სასარგებლოდ. ‎

ლაზარეს აღდგინება
ბიბლიაში აღწერილი თავდაპირველი ამბები წინაისტორიულ ხანას შეეხებიან, როცა დამწერლობა ჯერ არ არსებობდა. უზენაესი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება – ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას.ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1500-2000 წელი) ბიბლიის ცალკეული ნაწილები სხვადასხვა ადამიანების მიერ იწერებოდა. ეს მრავალრიცხოვანი ნაწილები მოგვიანებით ერთ წიგნად გააერთიანეს.
რაც შეეხება ახალ აღთქმას, იესო ნაზარეველი ორი ათასი წლის წინ დაიბადა, როცა ძველი აღთქმის წიგნები უკვე დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი. თავდაპირველად უწყება მის შესახებ აგრეთვე ზეპირად ვრცელდებოდა. მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ოთხი სახარება იესოს ცხოვრების მოწმობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომლების თვითმხილველთა მიერ იყო დატოვებული. სახარებაში აღწერილი ამბები – ბეთლემში იესოს შობის, მისი ცხოვრების და სასწაულების შესახებ ქ.შ. 100 წლამდე დაიწერა. როგორც ჩანს, ოთხივე სახარება იესოს ცხოვრებისა და მოძღვრების აღწერისას ერთიდაიგივე ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა.
ბიბლიის წიგნთა თავებად და მუხლებად დაყოფა შედარებით გვიანდელი მოვლენაა და კონკორდანსის ანუ სასურველ ადგილთა ადვილად მოძიების საშუალებათა შექმნის იდეამ, ზოგადად, - კითხვისა და აღქმის პროცესის გაიოლებისათვის ზრუნვამ განაპირობა. ცალკეული წიგნები ჯერ თავებად დაიყო, შემდეგ მუხლებად (მოცემული თავის ფარგლებში). მუხლობრივი დაყოფის ის სისტემა, რითაც დღეს ვსარგებლობთ, XVI ს-ში დასავლეთ ევროპაში შეიმუშავეს.

No comments:

Post a Comment