მართლმადიდებლობა
მართლმადიდებლობა — (ძვ..ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.
მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.
წმინდა გადმოცემა
მართლმადიდებლური ტრადიციით, წმინდა გადმოცემა – ესაა რწმენა და ცოდნა(პრაქტიკა), რომელიც მოციქულებმა თავად იესო ქრისტესგან მიიღეს და მოციქულთა დროიდან მოყოლებული ეკლესიაშითაობიდან თაობას გადაეცემოდა.წმინდა გადმოცემის უმთავრეს ნაწილს ბიბლია წარმოადგენს . წმინდა გადმოცემაში ამგვარი ავტორიტეტული ადგილი უკავია მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებსაც. წმინდა გადმოცემის ნაწილია ასევე წმინდა მამათა ნაშრომები, საეკლესიო კანონები და ლიტურგიკული წიგნები.
გადმოცემა, როგორც სულიწმინდის მარადიული და უცვლელი ყოფნა ეკლესიაში, არის ყველაზე უფრო ღრმა საფუძველი მისი ყოფიერებისა, ამიტომ გადმოცემა მოიცავს ეკლესიის მთელ ცხოვრებას იმდენად, რომ თვით წმინდა წერილი გვევლინება მიერ ერთ–ერთ ფორმად. თუ ეკლესია დაკარგავს თავის გადმოცემებს, იგი შეწყვეტს იმად ყოფნას, როგორიც არის, რამეთუ სამსახური ახალი აღთქმისა არის სამსახური სულისა "დაწერილი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისათა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა".
თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე მიზეზის გამო ეკლესია დაკარგავს ყველა თავის წიგნს, ე.ი. ძველ და ახლა აღთქმას, წმინდა მამათა თხზულებებს, ღვთისმსახურების წიგნებს, გადმოცემები აღადგენს წიგნებს, არა სიტყვასიტყვით, არამედ სხვა ენით, მაგარმ ეს იქნება "ერთ გზის მოცემული წმინდა სარწმუნოებისა", გამოვლინებუი იგივე ერთიანი სულით, რომელიც უცვლელად მოქმედებს ეკლესიაში. წმინდა წერიი არ არის უფრო ღრმა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წმინდა გადმოცემები, არამედ ის მისი ერთ–ერთი ფორმაა. ეს ფორმა უფრო ძვირფასი და მოსახერხებელია შესანახად, ასევე გამოსაყენებლად, მაგრამ თუ წმინდა წერილს ამოვიღებთ წმინდა გადმოცემების ნაკადიდან, იგი ვერ იქნება გაგებული სწორად ვერავიტარი მეცნიერული გამოკვლევებით.წმინდა წერილი კი არ არის ეკესიის წყარო, არამედ წმინდა გადმოცემები. თავისი ისტორიის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიას ახალი აღთქმის წერილი არ ჰქონდა და მხოლოდ გადმოცემით ცხოვრობდა, რომლის დასაცავად მოწოდებუნი იყვნენ მორწმუნენი პავლე მოციქულის ეპისტოლეში " ამიერიდან, ძმანო, მტკიცედ ჰსდექით და შეიკრძალეთ მოძღვრება ესე, რომეიც გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩვენითა".
მართლმადიდებლური სწავლებით, წმინდა გადმოცემა არ არის მექანიკური, პასიური და ავტომატური პროცესი რამე სიბრძნის გადაცემისა, დაკავშირებული შორეულ წარსულთან. იმისათვის რომ იცხოვრო გადმოცემაში, საკმარისი არაა სარწმუნოებრივი სწავლების ინტელექტუალური აღიარება, რადგან გადმოცემა რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კრებული აბსტრაქტული დებულებებისა. ეს ცხოვრებაა, შეხვედრაა ქრისტესთან სულიწმინდაში. გადმოცემა არა მხოლოდ ინახება ეკლესიაში, არამედ ის ცოცხლობს ეკლესიაში, გადმოცემა ესაა ცხოვრება სულიწმინდისა ეკლესიაში.
დოგმატი და ერესი
თავისი არსებობ
ის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეკლესია არ ელტვოდა მასში დაცული ჭეშარიტების თეორიულ ფორმულირებას, მას არ გააჩნდა სისტემური განსაზღვრებები რწმენის დოგმატებისა. ადრეული ეკლესია უბრალოდ რწმენით ცხოვრობდა. პირველი ქრისტიანების მიერ ჭეშმარიტება მოიაზრებოდა და განიცდებოდა როგორც ბუნებრივი, თავისთავად მოცემული, და შესაბამისად, ის არ საჭიროებდა რაიმენაირ თეორიულ განმარტებებს.
ის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეკლესია არ ელტვოდა მასში დაცული ჭეშარიტების თეორიულ ფორმულირებას, მას არ გააჩნდა სისტემური განსაზღვრებები რწმენის დოგმატებისა. ადრეული ეკლესია უბრალოდ რწმენით ცხოვრობდა. პირველი ქრისტიანების მიერ ჭეშმარიტება მოიაზრებოდა და განიცდებოდა როგორც ბუნებრივი, თავისთავად მოცემული, და შესაბამისად, ის არ საჭიროებდა რაიმენაირ თეორიულ განმარტებებს.
რა თქმა უნდა, უკვე ახალი ეპოქის დასაწყისშივე გაჩნდა განსაკუთრებული ენა, რომელსაც შეეძლო ტერმინებით და მაგალითებით გამოეხატა ეკლესიური გამოცდილება – ენა სახარებისა, მოციქულთა ეპისტოლეებისა, ტექსტებისა, რომელნიც საეკლესიო საზოგადოების შინაგან ცხოვრებსათან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამ ენაში ჩვენ ვერ ვნახავთ თეორიულ და გონებრივ ფორმულირებებს – ის უბრალოდ წარმოაჩენს და აუწყებს ცოცხალი რწმენით გამოცდილებას.
ის, რასაც ჩვენ დრეს დოგმატებს ვეძახით, ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიაში დაცული ჭეშმარიტება დგება საფრთხის ქვეშ ერესის მხრიდან. სიტყვა "ერესი" აღნიშნავს არჩევანს, ერთი მთელიდან მისი რომელიმე ნაწილის გამორჩევას ამ მთელის, ჭეშმარიტების საზიანოდ.
ერესი ეწინააღმდეგება ეკლესიის მთლიან გამოცდილებას. ერეტიკოსი წამოსწევს მის მხოლოდ ერთ მხარეს, ახდენს მის აბსოლუტიზაციას, შედეგად კი ჭეშმარიტებას აქცევს რაღაც ცალმხრივ და შეზღუდულ მოძღვრებად. მსგავსი აბსოლუტიზიაცია ყოველთვის ატარებს განმსჯელობით ხასიათს: ის გონებირვი არჩევანის შედეგია, რომელიც როგორც წესი, დაკავშირებულია ეკლესიური ჭეშამრიტების გამარტივებულ და სქემატურ გაგებასთან.
ერესის კლასიკური მაგალითებია ნესტორიანობა და მონოფიზიტობა. პირველი მაცხოვრის ადამინური ბუნების აბსოლუტიზაციას ახდენდა, მეორე ღვთაებრივი ბუნებისას. ორივე შემთხვევაში სახეზეა ეკლესიური მოძღვრების დამახინჯება.
ამგვარ ერეტიკულ საშიშროებაზე ეკლესია პასუხობს იმით, რომ ადგენს "ჭეშმარიტების საზღვრებს". ნიშანდობლივია, რომ საეკლესიო დოგმატების თავდაპირველი აღმნიშვნელი სიტყვა იყო ბერძნული "horos" – ზღუდე, საზღვარი. დოგმები – ეს საზღვრებია, რომელშიც ეკლესია გამოხატავს თავის რწმენით გამოცდილებას, უთითებს რა საზღვრებისაკენ, რომელნიც გამოყოფენ ჭეშმარიტებას მისი ერეტიკული გადახრებისგან.
დოგმების შემუშავება მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ხორციელდებოდა.
მსოფლიო საეკლესიო კრებები
მსოფლიო საეკლესიო კრება უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის დოგმატურ გადაწყვეტილებებს შეუმცდარის და უცდომელის სტატუსი გააჩნიათ. მართმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებს:ნიკეის კრება 325წ, კონსტანტინოპოლის 381წ, ეფესოს 431წ, ქალკედონის 451წ, კონსტანტინოპოლის 553წ,კონსტანტინოპოლის 680–681წწ, ნიკეის 787წ. ამათ გარდა მსოფლიო კრების კანონების ტოლფარდი ავტორიტეტი აქვს მინიჭებული კონსტანტინოპოლის კრების(691–692) მიერ მიღებულ 102 კანონს,რომელსაც ტრულის, მეექვსე,ან მეხუთე–მეექვსე კრების სახელით იხსენიებენ. ეს კრებები მოიწვიეს ერეტიკული ცრუსწავლებების დაგმობის, დოგმატების ავტორიტეტულად გადმოცემისა და კანონიკური საკითხების გადაწყვეტისათვის.
მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი – მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა–განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.
მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.
უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ'იულიე) შენიშვნით" მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული... მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა". ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა.
მოძღვრება
სამება
შესაქმე
ქრისტიანული ანთროპოლოგია
მართმადიდებლური მოძღვრებით, ძირითადი დაყოფა, რომელშიც დევს ქმნილი ყოფიერების მთელი რეალურობა, ესაა ურთიერთდაპირისპირებულობა ღმერთსა და ქმნილი სამყაროს ერთობლიობას შორის, ესაა დაყოფა ქმნილებად და უქმნელებად(არაქმნილებად). შემდგომ, ქმნილი ბუნება იყოფა ზეციურად და მიწიერად, გონებაჭვრეტითად და გრძნობადად. გრძნობად სამყაროში ზეცა გაყოფილია მიწისგან. მის ზედაპირზე გამოყოფილია სამითხე და ბოლოს სამოთხეში მობინადრე ადამიანი იყოფა ორ სქესად: მამაკაცად და დედაკაცად. ადამს უნდა დაეძლია ეს დაყოფანი შეგნებული ქმედებებით, საკუთარ თავში უნდა შეერთებინა ქმნილი კოსმოსის ერთობლიობა და ამასთანავე მიეღწია განღმრთობისათვის, ეს პირველ რიგში უნდა ყოფილიყო წმინდა ცხოვრება, უფრო მეტად აბსოლუტური კავშირი, ვიდრე სქესთა გარეგნული შეერთება, უნდა გადალახულიყო მათი განყოფა ისეთი უმანკოებით, რომ იგი მთლიანობად ქცეულიყო. მეორე ეტაპზე ეს უნდა ყოფილიყო ღვთის სიყვარული, ყოველივეს უარმყოფელი, და ამავე დროს ყოვლისმომცველი, და შეერთებინა სამოთხე დანარჩენ მიწიერ კოსმოსთან: ატარებდა რა სამოთხეს თავისთავში, ადამს მთელი დედამიწაც სამოთხედ უნდა გარდაექცია. მესამე მხრივ, მის სულს და სხეულს უნდა დაეძლია სივრცე, გრძნობადი სამყარო მთელი ერთობლიობის შეერთებით: დედამიწისა და ზეციური მყარის შეერთებით. შემდგომ ეტაპზე მას უნდა შეეღწია ზეციურ კოსმოსში, ეცხოვრა ანგელოზთა ცხოვრებით, შეეთვისებინა მათი შეგნება(გაგება), და შეერთებინა საკუთარ თავში გონებაჭვრეტითი სამყარო გრძნობად სამყაროსთან. და ბოლოს, კოსმიური ადამი სამუდამოდ მისცემდა რა საკუთარ თავს ღმერთს, გადასცემდა მას მთელ მის ქმნილებას, ხოლო მისგან სანაცვლოდ მიიღებდა სიყვარულს - მადლით - ე.ი. ყველაფერს, რასაც ფლობს ღმერთი საკუთარ ბუნებაში. ასეთნაირად, ქმნილად და არაქმნილად განყოფის გადალახვით აღსრულდებოდა ადამიანის განღმრთობა, ხოლო მისით კი მთელი კოსმოსისა.
ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანი საკუთარი მოწოდების ქვემოთ აღმოჩნდა. მაგრამ ღვთაებრივი გეგმა არ შეცვლილა. ადამის მისია სრულდება ზეციური ადამის - ქრისტეს მიერ; ამასთან იგი არ იკავებს ადამიანის ადგილს - ღვთის უსაზღვრო სიყვარულს არ შეუძლია შეცვალოს ადამიანური თავისუფლების თანხმობა, - მაგრამ უბრუნებს მას საშუალებას მისი საქმის დასრულებისას, კვლავ უცხადებს გზას განღმრთობისაკენ, ადამიანით განხორციელებულ, ღვთისა და ქმნილი სამყაროს იმ უდიადესი სინთეზისაკენ, რომელიც ითვლება ქრისტიანული ანთროპოლოგიის არსად. მაშასადამე, იმისათვის, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანს შეძლებოდა ღმერთად გახდომა, საჭირო იყო ღმერთი განკაცებულიყო. ახალ ადამს უნდა გადაელახა, დაეძლია ძველი ქმნილების ყველა განყოფანი, რათა გამხდარიყო ახალი ქმნილების თავადი. მართლაცდა, ქალწულ მარიამისგან შობით, ქრისტე აღემატება სქესთა განყოფას, და გვიცხადებს "ეროსის" გამოსყიდვის ორ გზას, რომელნიც შეერთდნენ მხოლოდ ერთ ადამიანურ პიროვნებაში, - მარიამში, ქალწულსა და დედაში: ესაა გზა ქრისტიანული ქორწინებისა და მონაზვნობისა. ქრისტემ ჯვარზე შეაერთა სამოთსხეთან კოსმოსის მთელი ერთობლიობა, რამეთუ, მას შემდეგ, რაც მან დაუთმო სიკვდილს, შეჭრილიყო მასში, რათა მოესპო იგი თავის ღმრთაებრიობასთან შეხებით, თვით ყველაზე ბნელი ადგილიც კი დედამიწაზე ნათემოსილი, სხივმფინარი გახადა, აღარ რჩება წყევის ადგილი. აღდგომის შემდეგ თვით ქრისტეს ხორცი, დაძლია რა სივრცობრივი შეზღუდულობა, აერთიანებს მიწას და ზეცას მთელი გრძნობადი სამყაროს მთლიანობაში. თავისი ამაღლებით ქრისტე აერთებს ზეციურ და მიწიერ სამყაროებს, ანგელოზურ დასებსა და ადამიანთა გვარს. და ბოლოს, მამის მარჯვენით დაჯდომით, ადამიანურ ბუნებას აღამაღლებს ანგეოზთა დასებზე მაღლა, და შეჰყავს იგი როგორც კოსმოსური განღმრთობის პირველი ნაყოფი თვით სამებაში.